"სხვაგან თავს უკეთ ვგრძნობდი", - ნეიმარმა აღიარა, რომ გასულ ზაფხულს ბარსელონაში სურდა დაბრუნება

27 იანვარი 2022, ხუთშაბათი


სულ ახლახანს ცნობილმა კომპანია Netflix-მა ნეიმარზე გადაღებული დოკუმენტული ფილმი გამოაქვეყნა.
მასში, ბრაზილიელი ფეხბურთელი ღიად აცხადებს, რომ გასულ ზაფხულს „ბარსელონაში“ სურდა დაბრუნება და მამამისი კატალონიურ გუნდთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა. 
„როცა გადავწყვიტე, რომ „პსჟ-დან’ წასვლა მინდოდა, ეს არ მომხდარა არც კლუბის და არც გულშემატკივრების გამო.
ასე იმიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ სხვა ადგილას თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი.“ - თქვა ნეიმარმა დოკუმენტულ ფილმში.
ბრაზილიელის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებაზე ინფორმაცია მისი „პსჟ-ში“ გადასვლის შემდეგ თითქმის ყოველ ზაფხულს ვრცელდება. 
2019 წლის ზაფხულში ეს ტრანსფერი მართლაც ახლოს იყო, თუმცა „ბარსელონამ“ „პსჟ-ს“ ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ მოახერხა. 


კომენტარები: