იბრაჰიმოვიჩი: "სკოლაში გოგოებს ჩემი გრძელი ცხვირი სძულდათ"

26 იანვარი 2022, ოთხშაბათი'


ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მედიის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"სკოლაში გოგოებს ჩემი ლამაზი გრძელი ცხვირი სძულდათ. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ვცდილობდი, რომ მათზე შთაბეჭდილება მომეხდინა. მაგრამ, როდესაც მათ ჩემი ლამაზი გრძელი ცხვირის ყურება დიდი კლუბების მაისურებში და ტელევიზორებში დაიწყეს, ამის შემდეგ ისინი საყვარელს მეძახდნენ, რადგან ზლატანს ახლა უკვე ბევრი ფული ჰქონდა."

"გოგოებს ფეხბურთი არ უყვართ. ისინი უყურებენ ფეხბურთს, რათა ეძებონ ბევრი ფულის მქონე ბიჭი, რომელსაც შემდეგ გაიცნობენ.

ჩვენ, ფეხბურთელებს, მხოლოდ ბიჭები გვამხნევებენ და გვიჭერენ მხარს", - განაცხადა ზლატანმა

კომენტარები: