პიკე ვახშამზე არ დაპატიჟეს - მესისთან კონფლიქტი აშკარაა

26 იანვარი 2022, ოთხშაბათი'


როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონას ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში რესტორანში გუშინ ჩავი ერნანდესის დაბადების დღე აღნიშნეს.

ვახშამზე ჩავისთან ერთად ლეო მესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა იმყოფებოდნენ.

შენიშნავდით, რომ ამ სიას ერთი გვარი აკლია, რომელიც, წესით, აქ უნდა იყოს.

Diario Sport-ის თქმით, ამის მიზეზი მესისა და ხერარდ პიკეს შორის არსებული კონფლიქტია.

Onda Cero წერს, რომ არგენტინელ და ესპანელ ფეხბურთელებს ურთიერთობა მას შემდეგ აერიათ, რაც ლეომ "პარი სენ ჟერმენს" მიაშურა.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, პიკემ ჟოან ლაპორტას თავად ურჩია, მესი გაეშვა, რადგან "ბარსა" მის გარეშეც კარგად გააგრძელებდა
ასპარეზობას.

კომენტარები: