ძალიან მძიმე ვითარებაა, სიკვდილიანობა გაიზრდება – თენგიზ ცერცვაძე

24 იანვარი 2022, ორშაბათი


ძალიან მძიმე ვითარებაა, სიკვდილიანობა გაიზრდება – თენგიზ ცერცვაძე

ძალიან მძიმე ვითარებაა“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო პროგნოზირებადი და ეს პროგნოზი ერთი ერთში ემთხვევა იმ მდგომარეობას, რაც ახლა გვაქვს
„ჩვენთან, ჯერჯერობით ვირუსის გავრცელება ზომიერია, ვიდრე ეს ხდება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, ზუსტად ასევეა სიკვდილიანობაც. მართალია “ომიკრონი” ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს, მაგრამ არც ისე ნაკლებად, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდეს. 2-ჯერ და 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობას იწვევს “ომიკრონი”, მაგრამ თუ შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ ჯამური სიკვდილიანობა გაიზრდება,”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
  


კომენტარები: