ზლატანი: "მბაპემ მკითხა, მის ადგილას როგორ მოვიქცეოდი"

23 იანვარი 2022, კვირა


მილანის“ ვეტერანმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, გაიხსენა, რომ კილიან მბაპემ მას მომავალთან დაკავშირებით რჩევა სთხოვა.
„მბაპემ მკითხა, მის ადგილას როგორ მოვიქცეოდი და მე პირდაპირ ვუთხარი, რომ „მადრიდში“ წავიდოდი.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სურს თავად მბაპეს და რას ფიქრობს. მე მის ადგილას „რეალში“ გადავიდოდი. მაგრამ, მეორე მხრივ, „პსჟ“ რომ ვიყო, მის შენარჩუნებას შევეცდებოდი. საბოლოოდ, ყველაფერს თავად კილიანი გადაწყვეტს.
მთელი კარიერის სამშობლოში გატარება ძალიან ადვილია. თუ სხვაგან გადახვალ, ახალ გამოცდილებას მიიღებ - მეც სწორედ ასე გავიზარდე, სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა გუნდებში თამაშით.“ - ციიტრებს იბრას სიტყვებს L’Equipe.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფრანგ ფორვარდს სეზონის ბოლოს „პსჟ-სთან" კონტრაქტი ეწურება და ჯერჯერობით, მხარეები გახანგრძლივებისგან შორს არიან. არსებობს დიდი ალბათობა, რომ მბაპე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის „რეალში" გადავა. 


კომენტარები: