რონალდუს დაბრუნებამ ერთ ფეხბურთელზე განსაკუთრებით ცუდად იმოქმედა - MAIL

19 იანვარი 2022, ოთხშაბათი'


კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედს" დიდი ამბიციებით დაუბრუნდა, მაგრამ საქმეები არც თუ ისე კარგად აეწყო და გუნდში დიდი პრობლემებია.

ეს პრობლემები მინდორზე ნათლად ჩანს, რადგან "იუნაიტედი" ცუდად გამოიყურება, მაგრამ არანაკლებ ცუდი სიტუაციაა მინდვრის მიღმა.

Daily Mail-ის ცნობით, რონალდუს დაბრუნება ძალიან ცუდად აისახა ჰარი მაგუაიერზე, რომელიც სულ სხვანაირად იქცევა.

აქამდე, ჰარი გასახდელში ლიდერი იყო და მუდამ ბევრს საუბრობდა, მაგრამ როგორც ჩანს, ინგლისელი რონალდუს რჩდილში მოექცა და სრულიად შეიცვალა.

"იუნაიტედის" კაპიტანი იშვიათად თუ საუბრობს გასახდელში ან მოედანზე, ამას კი ბრიტანულ მედიაში პორტუგალიელ ვარსკვლავს აბრალებენ.




კომენტარები: