ჰოლანდი: "მსურს კრიშტიანუ რონალდუს შევხვდე და მას ეს ვუთხრა"

18 იანვარი 2022, სამშაბათი


ახალგაზრდა ნორვეგიელი ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის კუმირი კრიშტიანუ რონალდუა და მან ეს რამდენიმე ინტერვიუში უკვე თქვა.

ერთ-ერთი ასეთი ინტერვიუ ერლინგმა 2020 წლის აპრილში ჩაწერა, სადაც მან განაცხადა, რომ რონალდუსთან შეხვედრა და მისთვის ამ სიტყვების თქმა სურს.

"როდესაც რონალდუს უყურებ მისი სახე გეუბნება: დღეს ბევრ გოლს გაგიტან და ის ამას მართლა აკეთებს.

მსურს, ერთ დღეს კრიშტიანუს შევხვდე და ვუთხრა, რომ მის გამო გავხდი ფეხბურთელი იგი ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იქნება", - თქვა "დორტმუნდის" ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგის გადაბირება "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს, რონალდუს კი შეუძლია ამ ტრანსფერში გადამწყვეტი როლის თამაში.

კომენტარები: