"არ მომწონს, როცა ამას აკეთებენ" - ანჩელოტი ზიდანზე საუბრობს

18 იანვარი 2022, სამშაბათი


მადრიდის "რეალის" თავკაცმა, კარლო ანჩელოტმა ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ მოსწონს, როდესაც მას ფრანგ სპეციალისტს ადარებენ.

"სიმართლე რომ ვთქვა, არ მომწონს, როდესაც რეალის ახლანდელ და ზიდანის დროინდელ გუნდებს ერთმანეთს ადარებენ. 

ზიდანმა ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და ჩემპიონთა ლიგის თასი ზედიზედ სამჯერ მოიპოვა, ვიმედოვნებ, რომ ამ ტიტულის მოგებას ფრანგზე მეტჯერ შევძლებ." - განაცხადა კარლომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტს თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 3-ჯერ აქვს მოპოვებული ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ "მილანის" თავკაცობის პერიოდში, ხოლო ერთხელ "რეალის" სპეციალისტობის დროს, ასე რომ მას მხოლოდ ერთი ლიგის თასი სჭირდება, რომ ზიდანს გადაასწროს.

კომენტარები: