იქნება თუ არა "კლასიკო" ჰოლანდისთვის - ესპანური პრესა აფეთქდა

17 იანვარი 2022, ორშაბათი


 "ბორუსიას" ნორვეგიელი თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლა უფრო და უფრო უახლოვდება კულმინაციას.

ახალგაზრდა შემტევის მიერ გუშინ გაკეთებულმა განცხადებამ, სადაც მან თავისი ამჟამინდელი კლუბი გააკრიტიკა, ცეცხლზე ნავთი დაასხა.

ერლინგით რომ "ბარსელონაა" დაინტერესებული, ეს ვიცით, მაგრამ ისიც გვაინტერესებს, კატალონიელებს მადრიდის "რეალიც" ხომ არ გაუწევს კონკურენციას.

ამ საკითხის შესახებ ესპანურ პრესაში დღეს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები გავრცელდა, რომლებსაც აქვე გთავაზობთ:

"ერლინგ ჰოლანდი თავის მომავალზე მალე ისაუბრებს. თუ ის "დორტმუნდს" დატოვებს, "ბარსა" ბოლომდე იბრძოლებს.

"რეალ მადრიდი" ჰოლანდზე "ბორუსიას" წინადადებით არ მიმართავს.

"ბარსელონას" კონკურენციის გაწევა "მანჩესტერ სიტისთვის", "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" და "პსჟ-სთვის" მოუწევს."

- Mundo Deportivo

"ვფიქრობ "რეალი" ჰოლანდისთვის მაინც იბრძოლებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენა დიდად არ სურთ. ამის მიზანი "ბარსასთვის" ხელის შეშლა იქნება. ისე კი, ზუსტად არაფერი ვიცი. Mundo Deportivo-მ ახლახანს თქვა, რომ "რეალი" ერლინგისთვის ომში არ ჩაერთვება."

- ჟერარ რომერო

"ერლინგ ჰოლანდისთვის ფინალური ომი "ბარსელონასა" და "რეალ მადრიდს" შორის შედგება. კლუბმა იცის, რომ ფლორენტინო პერესმა ძლევამოსილი ეკონომიკური შეთავაზება გააკეთა. მიუხედავად ამისა, "ბარსას" აქვს ფული და ფეხბურთელის დარწმუნებას ეცდება."

-Sport

როგორც ხედავთ, ესპანური გამოცემები ჯერ ვერ შეჯერდნენ, შედგება თუ არა სატრანსფერო "ელ კლასიკო", თუმცა ამას უახლოესი კვირები გამოაჩენს.

კომენტარები: