პერესმა არაბეთში ყოფნა გამოიყენა - ფლორენტინო სამ ტრანსფერზე მუშაობს

16 იანვარი 2022, კვირა


როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ესპანეთის სუპერ თასის მატჩების ჩასატარებლად საუდის არაბეთში იმყოფება.

ბუნებრივია, კლუბთან ერთადაა ფლორენტინო პერესიც, რომელიც "ბლანკოსის" სატრანსფერო საქმეებსაც აგვარებს.

ესპანური გამოცემა Diario AS-ის ცნობით, პერესი ლონდონის "ნიუკასლის" არაბ მფლობელებს შეხვდა და მათთან მოლაპარაკებები აწარმოა.

როგორც ირკვევა, ფლორენტინომ "კაჭკაჭების" მფლობელებს ისეთი ფეხბურთელები შესთავაზა, როგორებიც არიან: გარეტ ბეილი, ისკო და მარსელო.

უკვე ცნობილია, რომ ამ მოთამაშეთა მადრიდული კარიერა დასასრულს უახლოვდება, შესაბამისად პერესი მათ გასხვისებაზე სატრანსფერო ფანჯრრის დადგომამდე ფიქრობს.


კომენტარები: