ჩემი ვისაც არ გჯერათ კაკულიას მაინც დაუჯერეთ... ფილტვებში წყალი ჩაუდგა და პნევმონია განუვითარდა... რას ამბობდა ლელა კაკულია ვირუსზე და როგორია ახლა მისი ჯანმრთელოსბის მდგომარეობა

13 იანვარი 2022, ხუთშაბათი


ჩემი ვისაც არ გჯერათ კაკულიას მაინც დაუჯერეთ... ფილტვებში წყალი ჩაუდგა და პნევმონია განუვითარდა... რას ამბობდა ლელა კაკულია ვირუსზე და როგორია ახლა მისი ჯანმრთელოსბის მდგომარეობა


გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ვისაც მისი არ ჯერა კაკულიას მაინც დაუჯერონ, იმასაც ამბობს, რომ მალე ცაგარელიც იგივეს იტყვის.

ჩემი ვისაც არ გჯერათ, კაკულიასი მაინც დაუჯერეთ … 

დარწმუნებული ვარ ცაგარელიც მალე იგივეს იტყვის “გაიკეთეთ ამერიკული ვაქცინა” …

ფრთხილად იყავით, გაუფრთხილდით საკუთარ თავს… 

ჯანმრთელობას გისურვებთ …

ლელა კაკულიას ქალიშვილმა ჟურნალ "სარკესთან" ნათელმხილველის ჯანმრთელოსბის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მან კოვიდი გადაიტანა. ამბობს რომ ექიმების წყალობით ახლა უკეთ არის და იმედია დროთა განმავლობაში უფრო გამოკეთდება.

– დედას ფილტვებში წყალი ჩაუდგა და პნევმონია განვითარდა. მედიკამენტების საშუალებით გამოჯანმრთელდა. ჟანგბადის აპარატზეც იყო, რომ ამომშრალიყო ის სითხე, რაც ფილტვებში დაგროვდა. მერე ნევროლოგი მოვიყვანეთ და მისმა დანიშნულმა მედიკამენტებმა დიდი შედეგი გამოიღო.

სამწუხაროდ, სისუსტე მაინც დარჩა და იმედია, დროთა განმავლობაში ამ მდგომარეობიდანაც გამოვა.


კომენტარები: