"იგი კვლავ მსოფლიოში საუკეთესოა" - ანჩელოტიმ "რეალის" მოთამაშეზე ისაუბრა

13 იანვარი 2022, ხუთშაბათი


მადრიდის "რეალის" სპეციალსტს, კარლო ანჩელოტის ლუკა მოდრიჩის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.

იტალიელმა მენეჯერმა ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერი მოდრიჩზეა დამოკიდებული.

„ლუკა მოდრიჩი რეალში იქამდე დარჩება, სადამდეც მოისურვებს. ეს არ არის კონკრეტული ვადები და ასე შემდეგ. ხორვატს ახალ ხელშეკრულებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფერს ცვლის.

მთავარი ასაკი არ არის. მთავარი ისაა, რასაც ნახევარმცველი მოედანზე გვთავაზობს. მოდრიჩი კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო ნახვეარმცველია მსოფლიოში." - განაცხადა ანჩელოტიმ.

კომენტარები: