ვარანი: "ჩვენ ამის გაკეთება გულშემატკივრების გამო გვმართებს"

12 იანვარი 2022, ოთხშაბათი'


"ასტონ ვილასთან" 1-0 გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ იუნატედის" ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანმა გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრა.

"ჩვენ ფოკუსირება ჩვენს საქმეზე უნდა მოვახდინოთ. ჩვენ ბრძოლა გვმართებს, ჩვენ ბრძოლა ჩვენი გულშემატკივრების გამო გვმართებს და სულ ესაა.

რთული მატჩი გამოვიდა. მოედანზე ბევრი რთული მომენტი გვქონდა, მაგრამ საერთო ჯამში გუნდის მონდომებით ძალიან კმაყოფილი ვარ."- განაცხადა ვარანმა.

რალფ რანგნიკის გუნდმა შეძლო და ასოციაციის ეს ეტაპი დაძლია, მომდევნო ეტაპზე კი "წითელი ეშმაკები" "მიდლსბროს" დაუპირისპირდებიან.

კომენტარები: