ჯორჯინა: "საწყობში ვცხოვრობდი, რონალდუსთან შეხვედრამ კი ჩემი ცხოვრება შეცვალა"

12 იანვარი 2022, ოთხშაბათი'


რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია, თუმცა ამ უკანასკნელს დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონია.

მალე Netflix-ის დოკუმენტური სერიალი გამოვა, სადაც 27 წლის ესპანელი მოდელი თავისი ცხოვრების და რთული გზის შესახებ ისაუბრებს.

ერთ-ერთი მონაკვეთი უკვე გასაჯაროვდა, სადაც ჯორჯინა საუბრობს, თუ როგორი იყო მისი პირველი დღეები მადრიდში.

"მადრიდში ჩასვლა საშინელება იყო. ვეძებდი ძალიან იაფ ბინას, თვეში დაახლოებით 250 ევროს ფარგლებში.

ვიპოვე ოთახი, რომელსაც საწყობად იყენებდნენ. ზამთარში იქ ყველაფერი იყინებოდა, ზაფხულში კი გაუსაძლისი სიცხე იყო.

ამის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ შევხვდი და ჩემი ცხოვრება შეიცვალა", - ამბობს ჯორჯინა.

დღეს ჯორჯინას ნამდვილად კარგი ცხოვრება აქვს და კრიშტიანუსთან ერთად შესანიშნავი ოჯახი შექმნა.

კომენტარები: