"კლასიკოში" სიურპრიზი იქნება - "ბარსამ" სეზონი უნდა შემოაბრუნოს

10 იანვარი 2022, ორშაბათი


"ბარსელონა" ცდილობს, რომ შექმნას სცენარი, რომელშიც გუნდის ორი ფეხბურთელი "რეალთან" მომავალი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად მოგვევლინება.

Diario As-ის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში ფერან ტორესისა და რონალდ არაუხოს სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას გეგმავენ.

ჩავი ერნანდესს მიაჩნია, რომ "ბლაუგრანას" ამ მატჩის მოგებით სეზონის შემობრუნება ეცდება.

წყაროს თანახმად, "რეალის" დამარცხება იქნება განაცხადი, რომ "ბარსა" დაბრუნდა და ჟოან ლაპორტას სიტყვები ჭეშმარიტი გახლდათ.

რაც შეეხებათ ფერანსა და არაუხოს, მათი თამაშ-უთამაშებლობის საკითხი გასარკვევია.

ესპანელ თავდამსხმელს კოვიდტესტზე ჯერ კიდევ დადებითი პასუხი აქვს. გარდა იმისა, მისი აქამდე დარეგისტრირებაც ვერ მოხდა, ამიტომ კლუბს სამუშაო აქვს.

არაუხომ კი მარჯვენა ხელზე ოპერაცია სულ რამდენიმე დღის წინ ჩაიტარა, ამიტომ მისი თამაშისთვის მზადყოფნა მაინც საეჭვოა.

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" 12 იანვარსაა ჩანიშნული.

კომენტარები: