ჩავი რისკზე მიდის - რას აპირებს ესპანელი "ელ კლასიკოში"

10 იანვარი 2022, ორშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, 12 იანვარს საუდის არაბეთში 2022 წლის პირველი "ელ კლასიკო" გაიმართება.

გამოცემა "DiarioAS"-ის ცნობით კი, კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ამ მატჩში რისკზე წასვლას აპირებს.

როგორც ირკვევა, ესპანელი სპეციალისტი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ შემადგენლობაში რონალდ არაუხოს და ფერან ტორესის დაყენებას გეგმავს.

საქმე იმაშია, რომ ურუგვაელმა მცველმა სულ რამდენიმე დღის წინ გაიკეთა ოპერაცია და მისი თამაშის შემთხევაში შანსია, რომ ტრავმა ხელახლა მიიღოს.

რაც შეეხება "ბლაუგრანას" ახალწვეულს, ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო და კატალონიელებთან ერთად ჯერ ნორმალურადაც არ უვარჯიშია. 

შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსისა" დ

კომენტარები: