პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - ზიდანი ზაფხულში საქმეში დაბრუნდება

10 იანვარი 2022, ორშაბათი


ადრიდის „რეალის“ ექს-მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, მომავალი სამუშაო ადგილი შეარჩია.

Sport.es-ის ინფორმაციით, ფრანგმა სპეციალისტმა „პსჟ-სთან“ მიაღწია შეთანხმებას და გუნდს მომდევნო ზაფხულიდან ჩაიბარებს.

პარიზული გუნდის ხელმძღვანელობა ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელზე, მაურისიო პოჩეტინოზე სამომავლო გეგმებს არ აწყობს და ამიტომ, ფრანგ სპეციალისტს მიმართა.

დიდი ალბათობით, პოჩეტინო გუნდთან ერთად ამ სეზონს ჩაამთავრებს, შემდეგ კი სხვა გუნდში გადაბარგდება, დიდი ალბათობით - „მანჩესტერ იუნაიტედში“.


49 წლის ზიდანი კლუბის გარეშე 2021 წლის ზაფხულიდან იმყოფება, მას შემდეგ რაც მადრიდის „რეალიდან“ თვითნებურად კარიერაში მეორედ წავიდა.

ფრანგული ლიგა 1-ს ამჟამინდელი ლიდერის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ზიდანის გუნდში დანიშვნა კილიან მბაპეს ახალი კონტრაქტის გაფორმებისკენ უბიძგებს, რომელიც მომდევნო ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება.
 


კომენტარები: