"ჰოლანდი ბარსაში გადავა და ლიდერიც გახდება", - ლაპორტას წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა

10 იანვარი 2022, ორშაბათი


ლუის კარასკომ, რომელიც ჟოან ლაპორტას წინასაარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ერლინგ ჰოლანდი „ბარსაში“ გადავა. ვიცი, რომ ლაპორტა მასზე გიჟდება.

გარდა ამისა, ჩემთვის ცნობილია, რომ ჰოლანდს ისეთი სპორტული პროექტი სურს, რომელშიც ლიდერი იქნება.“ - აღნიშნა კარასკომ.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელით მადრიდის „რეალიც“ ინტერესდება, თუმცა იწერება, რომ ჰოლანდს კილიან მბაპესთან ერთად გუნდში თამაში და მთავარი ვარსკვლავის სტატუსის გაყოფა არ სურს.

ლაპორტა „ბარსელონაში" გასული წლის მარტში 2009 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა და ჯერჯერობით მთავარი წინასაარჩევნო დაპირება - მესის დატოვებასთან დაკავშირებით - ვერ აასრულა.

კომენტარები: