სად შეხვდნენ ჯორჯინა და რონალდუ ერთმანეთს პირველად - მოდელმა ისტორია გაიხსენა

09 იანვარი 2022, კვირა


ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კერძოდ კი უესკას პროვინცია ჯაკაში დაბადებული ჯორჯინა როდრიგესი ალბათ ვერც იოცნებებდა, რომ დღეს ასეთი ცხოვრება ექნებოდა.

კრიშტიანუ რონალდუს მეუღლეს რთული გზის გავლა მოუწია. მამა კოკაინით ვაჭრობდა და ციხეში 10 წელი გაატარა, თავად ჯორჯინა კი ბედის საძიებლად მადრიდში წავიდა.

როგორც ესპანელი მოდელი იხსენებს, ის კრიშტიანუს პირველად 2016 წლის ბოლოს შეხვდა და პირველივე ნახვის შემდეგ, მათ ერთმანეთი შეუწყვარდათ.


"ჩვენ პირველად ერთმანეთის გუჩის მაღაზიაში შევხვდით, სადაც გაყიდვების მენეჯერის ასისტენტად ვმუშაობდი.

რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ ვნახეთ ერთმანეთი, ამჯერად სხვა ბრენდის ივენთზე. მაშინ გავესაუბრეთ ერთმანეთს პირველად და გავიცანი ის ჩემი სამუშაოს მიღმაც.

ერთმანეთი პირველივე ნახვით შეგვიყვარდა", - იხსენებს ჯორჯინა.


კომენტარები: