კონტე: "დიდი ხელფასის მქონე ტოპ მწვრთნელი ვარ, გრძელვადიანი კონტრაქტი არ მჭირდება"

09 იანვარი 2022, კვირა


"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ლონდონურ კლუბში თავისი პერსპექტივები შეაფასა.

"ამ და მომდევნო სეზონზე გათვლილ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ვფიქრობ, კლუბთან ერთად გადაწყდა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ღირდა.

გრძელვადიანი კონტრაქტი არ მჭირდება იმისათვის, რათა მომავალში თავდაჯერებული ვიყო. კლუბმა ჯერ ჩემი ნამუშევარი უნდა შეაფასოს და შემდეგ გამიხანგრძლივოს კონტრაქტი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას დავიმსახურებ".

"ის მწვრთნელი არ ვარ, ვისაც გრძელვადიანი კონტრაქტის მიღება უნდა. ეს მთლად სამართლიანი არ არის, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ კლუბისთვის დიდი ხელფასის მქონე ტოპ მწვრთნელი გახლავართ".

"მზად ვარ ის სიტუაცია გამოვასწორო, რომელშიც "ტოტენჰემი" აღმოჩნდა. ამ კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. მზად ვარ ჩემი მოსაზრება გავუზიარო, სიტუაციის ხედვა. მოკლევადიანი კონტრაქტი ჩემთვის პრობლემა არ იქნება - მხოლოდ ერთი წელი დამრჩა. ეს ნორმალურია, "ტოტენჰემი" 120%-ით უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი დარჩენა უნდა".

"ამ შემადგენლობასთან მუშაობით ბედნიერი ვარ, რადგან ბევრ შესაძლებლობას მაძლევს. თუმცა, ამავდროულად, კლუბმა ისიც უნდა იცოდეს, თუ როგორ ვხედავ ვითარებას, უნდა გააცნობიეროს, რა ხედვები მაქვს და განსაკუთრებით ის, რა არის ჩვენი მიზანი", - ციტირებს კონტეს სიტყვებს Sky Sports-ი.


კომენტარები: