"მესი პოჩეტინოს პატივს არ სცემს, ეს ყოველ ნაბიჯზე ჩანს", - პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი

08 იანვარი 2022, შაბათი


"პსჟ"-ს ყოფილმა ნახევარმცველმა, ჟერომ როტენმა გააკრიტიკა გუნდის თავდამსხმელი, ლიონელ მესის, იმისთვის რომ მან არ მიაწოდა მთავარი მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს ინფორმაცია კოვიდით ინფიცირების შესახებ.

"მე ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ მწვრთნელს პატივი უნდა სცენ. როცა ასეთი სიტუაცია გაქვს, მთავარი მწვრთნელი უნდა იყოს მთავარი პირი, ვარსკვლავი ხარ თუ არა.

ბოსი, შემადგენლობის განმსაზღვრელი არის პოჩეტინო. როდესაც ის აცხადებს, რომ არ იცის სად არის მესი, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: მესიმ არ აიღო ტელეფონი და არ დაურეკა მწვრთნელს, რათა აეხსნა რა ხდებოდა.

ეს ბევრ რამეს ხსნის. ვფიქრობ, ეს საშინელებაა, მესის საქციელი შოკისმომგვრელია. მესი არ სცემს პატივს პოჩეტინოს, მაგრამ ის უნდა იყოს "ჭეშმარიტი" ღირებულებების მატარებელი.

მას ალბათ დანარჩენი ფეხბურთელებიც არ სცემენ პატივს. ერთადერთი, ვინც, მეჩვენება, ნამდვილად პატივისცემით ეპყრობა პოჩეტინოს, არის კილიან მბაპე და ეს შესამჩნევია სხვებისგან განსხვავებით.

ამ მხრივ მესი დაგმობას იმსახურებს. თუ მწვრთნელს პატივს არ სცემთ, კარგი არაფერი გამოვა. პსჟ-მ ბევრი განიცადა ამის გამო ბოლო წლებში", - განაცხადა როტენმა.

კომენტარები: