"ჰოლანდის ბარსელონაში გადასვლა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი", - ბალაგე

08 იანვარი 2022, შაბათი


დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი შესაძლოა მომავალ ზაფხულს "ბარსელონაში" გადავიდეს, დარწმუნებულია ჟურნალისტი გილიემ ბალაგე.

"ბარსელონას დიდი ხელფასებისგან თავის დაღწევა სჭირდება, მაგრამ ტრანსფერი შესაძლებელია და კატალონიური კლუბი დარწმუნებულია, რომ მათ ეს შეუძლიათ.

ლაპორტა ცდილობს მიანიშნოს, რომ ბარსელონას შეუძლია ნებისმიერი ტოპ-მოთამაშის გადმობირება, ჰოლანდის გარიგება კი შესაძლებელია და ძალიან განხორციელებადი.

როგორ გაიფორმებენ ჰოლანდს? ისინი მოიშორებენ მოთამაშეთა მთელ ჯგუფს: კლუბი მზადაა გაუშვას უმტიტი, დესტი, ლენგლე, დე იონგი, ბრეიტვეიტი, მინგესა, დე იონგი.

ამის შემდეგ, ბარსა შეძლებს ვინმეს გაფორმებას. ეს რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი", - თქვა ბალაგემ. მიმდინარე სეზონში 21 წლის ნორვეგიელმა "ბორუსიაში" ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კომენტარები: