მორატა „ბარსელონაში“ აღარ მიდის?

07 იანვარი 2022, პარასკევი


იტალიური გამოცემების ცნობით, ალვარო მორატამ „ბარსელონაში“ გადასვლაზე უარი თქვა. ექს მადრიდისტა სეზონის ბოლომდე „იუვენტუსში“ დარჩება, ხოლო შემდეგ გადაწყვეტს მომავალს...

ბლანკოსის“ აღზრდილ ფორვარდზე წინა დღეებში საკმაოდ დიდი ზეწოლა იყო. ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, მოთამაშის „კამპ ნოუზე“ ჩასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა როგორც სჩანს, შეთანხმება ბოლო ეტაპზე ვეღარ შედგა.

„ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ასევე განაცხადა, რომ ალვარო „იუვენტუსში“ რჩება და სეზონის ბოლომდე კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს.

თავად ფეხბურთელი „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით არანაირ განცხადებას არ აკეთებს.

კომენტარები: