მზაკვრული გეგმა - როგორ აპირებს "პსჟ" "რეალზე" შურისძიებას

07 იანვარი 2022, პარასკევი


როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპეს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, მისი დამატების მთავარი ფავორიტი კი მადრიდის "რეალია".

რა თქმა უნდა, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ამ ფაქტს ვერ ეგუება და სამეფო კლუბის წინააღმდეგ ყველაფერზეა წამსვლელი.

DefensaCentral-ის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ "ბლანკოსი" ფრანგ ვარსკვლავს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს, "პსჟ" დიდი რევანშის აღებას შეეცდება.

საქმე იმაშია, რომ ფრანგული გუნდი მბაპეს დაკარგვის შემთხვევაში, "რეალის" მეორე ყველაზე პრიორიტეტული სამიზნის, ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას ეცდება.

ბუნებრივია, ეს "პარი სენ-ჟერმენისთვის" საკმაოდ რთული მისია იქნება, რადგან ნორვეგიელ ფორვარდს გული მადრიდისკენ მიუწევს.

ასე და ამგვარად, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა შურისძიებისთვის ყველაფერს იზამს, ოფიციალური ცნობები კი 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე
გახდება ცნობილი.

კომენტარები: