მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმის ტრიო!

07 იანვარი 2022, პარასკევი


ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალს“ 2022 წლის ზაფხულში მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმის ტრიო ეყოლება...

არამხოლოდ საშემსრულებლო ოსტატობა, არამედ უდიდესი პერსპექტივა, რომელიც ამ ფეხბურთელებს აქვთ, მადრიდულ გრანდს მრავალწლიანი გეგმების ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს.

ესპანელი ექსპერტები მიუთიხებენ მბაპე-ჰოლანდი-ვინისიუსის სამეულის უკან მდგომ ფეხბურთელებზეც კაზემირო-კროოსი-მოდრიჩის სახით და თამამად აცხადებენ, რომ „რეალი“ ყველაზე დაბალანსებული და ამასთანავე შემტევი გუნდი იქნება.

ფლორენტინო პერესმა აბსოლუტურად ყველა ბერკეტი გამოიყენა. N1 სატრანსფერო სამიზნეა კილიანია, ხოლო N2 ჰოლანდი. როგორც კი მბაპეს შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება, კლუბი მთელ რესურსს ნორვეგიელ ფეხბურთელზე მიმართავს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ „ბლანკოსს“ დათვლილი აქვს მოთამაშეების ასტრონომიული ხელფასიც. ორივე მოთამაშის შემთხვევაში, ბონუსებისა და გადასახდების ჩათვლით, „ბლანკოსს“ 250 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევს.

კომენტარები: