საფრანგეთის პრეზიდენტი: "მბაპეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გულებში განსაკუთრებული ადგილი უკავია"

06 იანვარი 2022, ხუთშაბათი


"პსჟ"-მ 2022 წელი საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში "ვანთან" გამარჯვებით დაიწყო. ამ შეხვედრაში კილიან მბაპეს ჰეთ-თრიქის შესასრულებლად სულ რაღაც 17 წუთი დასჭირდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალგაზრდა ფრანგის მიმართ აღფრთოვანება გამოთქვა. ქვეყნის მთავარმა პირმა მბაპეს მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.

"ფეხბურთის აბსოლიტურად ყველა გულშემატკივარს ახსოვს კილიან მბაპეს ფანტასტიური თამაში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული მატჩის დროს:

ყაზანში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალი საფრანგეთსა და არგენტინას შორის. კილიან მბაპეს განსაკუთრებული ადგილი უკავია ფრანგების გულებში.

ესეც მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ მისი ქცევით არის განპირობებული. შრომისმოყვარეობა - პირველი მოვიდა ვარჯიშზე, უკანასკნელი წავიდა. ის განასახიერებს სიმშვიდეს, ამბიციურობას, მზერას ვარსკვლავებისკენ და ჭკუას", - განაცხადა მაკრონმა.


კომენტარები: