ფერდინანდი: "ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო"

06 იანვარი 2022, ხუთშაბათი


რიო ფერდინანდმა FIVE podcast-ში საუბრისას "მანჩესტერ იუნაიტედში" კაპიტნის წოდების შესახებ გააკეთა კომენტარი.

"ვფიქრობ რომ ამ სამკლაურმა, რომელიც ჰარი მაგუაიერის უკეთია, მას ზედმეტი თავდაჯერებულობა მისცა და მისი კაპიტნად დანიშვნა ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო.

ისედაც საკმაოდ რთულია მანჩესტერში მოსვლა და თავის დამკვიდრება, ხოლო კაპიტნობა კიდევ უფრო დიდი ზეწოლა და პასუხისმგებლობაა."- განაცხადა ფერდინანდმა.

ოლე გუნარ სულშერმა მაგუაიერი 2019 წელს დანიშნა კაპიტნად მას შემდეგ, რაც "მანჩესტერმა" ის "ლესტერიდან" შეიძინა.


კომენტარები: