აპირებს თუ არა რონალდუ "იუნაიტედის" დატოვებას - რომანო ინფორმაციას ადასტურებს

05 იანვარი 2022, ოთხშაბათი'


"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო დროინდელი ფორმიდან გამომდინარე მედიაში გაჩნდა ეჭვი, რომ კრიშტიანუ რონალდუს გუნდის დატოვება და ოლდ ტრაფორდიდან აბარგება მოუნდება.

36 წლის კრიშტიანუ კარიერის ბოლო წლებს ატარებს და მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივად ითამაშოს, "იუნაიტედის" ოთხეულში შესვლის პერსპექტივები კი არც თუ ისე სახარბიელოა.

მთავარ იმედად ჩემპიონთა ლიგის მოგება ითვლება, მაგრამ გუნდი იმდენად არეულია, რომ ესეც ძალიან შორს არის რეალობისგან.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორც ფაბრისიო რომანო გვატყობინებს, რონალდუ საერთოდ არ ფიქრობს "იუნაიტედის" დატოვებაზე.

ძალიან სანდო იტალიელი ჟურნალისტის თქმით, დანებება კრიშტიანუს ხასიათში უბრალოდ არ ზის და ეს მისი სტილი არ არის, ამიტომ ის არსად წავა.

კომენტარები: