"კაპიტნის სამკლაურს რონალდუზე მეტად იმსახურებს", - ინსმა მანჩესტერში თავისი ფავორიტი დაასახელა

05 იანვარი 2022, ოთხშაბათი'


"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი, პოლ ინსი დარწმუნებული არ არის, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს კაპიტნის სამკლაური ეკუთვნის.

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სკოტ მაქტომინეის ბოლოდროინდელი შთამბეჭდავი გამოსვლების შემდეგ, კაპიტნის სამკლაურს სწორედ მას გადაულოცავდა.

ფაქტობრივად, რალფ რანგნიკი რომ ვიყო, მაქტომინეის სამკლაურს მივცემდი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არჩევანი თამაშით უნდა შეფასდეს და მოედანზე დადებული შედეგით.

კარგი იქნებოდა მისთვის რაღაცეების სწავლა. რატომ რონალდუ? ყველა ხომ წუწუნებს, რომ ის სწრაფად ტოვებს მოედანს და ტაშს არ უკრავს გულშემატკივრებს", - განაცხადა ინსმა.


კომენტარები: