რაიოლას პირობა ლაპორტას - რა შემთხვევაში გადავა ბარსელონაში ერლინგ ჰოლანდი?

05 იანვარი 2022, ოთხშაბათი'


ბარსელონა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

Cuatro-ს ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ფეხბურთელის აგენტთან, მინო რაიოლასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

ჰოლანდის წარმომადგენელი ლაპორტას დაპირდა, რომ მომდევნო სეზონიდან ერლინგი „ბარსელონაში“ ითამაშებს, თუ ესპანური გუნდი ტრანსფერისთვის საჭირო ფულს გამონახავს.

ლაპორტა და რაიოლა ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და თბილ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

„ბარსელონას“ გარდა ჰოლანდით სხვა არაერთი ტოპ-კლუბი ინტერესდება, მათ შორის - მადრიდის „რეალიც“, რომელსაც მომდევნო ზაფხულს მბაპე - ჰოლანდის საოცნებო შეტევის მოყვანა სურს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 21 წლის ჰოლანდმა 11 მატჩში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარები: