მბაპეს ოცნების გუნდი - რამდენი მადრიდელია შემადგენლობაში

04 იანვარი 2022, სამშაბათი


მადრიდის "რეალისა" და კილიან მბაპეს ურთიერთობა მრავალი წელია გრძელდება - მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ფრანგი შემტევი კვლავ "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში ასპარეზობს.

ახალგაზრდა სუპერვარსვკვლავმა ოცნების თერთმეტეული დაასახელა, სადაც ბუნებრივია, რამდენიმე მადრიდელიც მოხვდა.

მეკარე: ბუფონი;
მცველები: კაფუ, რამოსი, მალდინი, კარლოსი;
ნახევარმცველები: ზიდანი, ნეიმარი, მესი, რონალდინიო;
შემტევები: რონალდუ, რონალდო (ბრაზ).


კომენტარები: