ფორმის შენარჩუნება პირველ რიგში - კრიშტიანუმ ძვირადღირებული მოწყობილობა შეიძინა

04 იანვარი 2022, სამშაბათი


რონალდუს ყველა კარგად ვიცნობთ და ვიცით თუ როგორ უვლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი თავს.

მუდმივი ვარჯიში, რეჟიმში ყოფნა, სწორი კვება, ძილის საათები და სხვა - კრიშტიანუ მთელი კარიერის განმავლობაში მუშაობს ისე, როგორც ნამდვილი პროფესიონალი.

The Sun-ის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელმა 15,000 ევროდ შეფასებული ნივთი შეიძინა, რომელიც მას კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ფიზიკური კონდიციების შენარჩუნებაში.

საუბარია "ჟანგბადის პალატაზე" (Oxygen Chamber), რომელიც რონალდუმ სახლში დაამონტაჟებინა და მისი დახმარებით, ის უფრო მალე მოახერხებს ენერგიის აღდგენას.

ამ მოწყობილობაში წმინდა, სუფთა ჟანგბადია, ეს კი ადამიანს ეხმარება დაზიანებული ქსოვილების აღგენაში.



კომენტარები: