ანჩელოტიმ ფლორენტინოს ტრანსფერი შეუკვეთა - ვინ სურს იტალიელს

04 იანვარი 2022, სამშაბათი


დღეს საფეხბურთო ჟურნალისტმა იაკუფ ჩინარმა მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი სატრანსფერო ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, მადრიდელები "ატალანტას" თურქი მცველის მერიჰ დემირალის დამატებით არიან დაინტერესებულები.

ჟურნალისტი აქვე დასძენს, რომ "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანცელოტიმ პირადად მოითხოვა 23 წლის ფეხბურთელის "თეთრების" რიგებში ხილვა. 

მოგახსენებთ, რომ "Transfermarkt"-ის მიხედვით დემირალის გამოსასყიდი თანხა 28 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები: