"მესიმ პსჟ-ს მთავარი ვარსკვლავის სტატუსი სხვას უნდა დაუთმოს", - პარიზელთა ყოფილი ფეხბურთელი

04 იანვარი 2022, სამშაბათი


"პსჟ"-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, ახლა უკვე ექსპერტმა, ტრიპი მაკონდამ, "რეალში" წასვლის მსურველ თავდამსხმელ, კილიან მბაპეს გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

"პსჟ-ს სჭირდება პროექტი, რომელიც მბაპეს გარშემო იტრიალებს. როდესაც მან მოინდომა გადმოსვლა, ნეიმარმა თქვა, რომ მას სურდა მბაპე გუნდში მასზე წინ ყოფილიყო.

ამ გადაწყვეტილებამ მეტი სიკეთე მოახდინა, ვიდრე ზიანი. ახლა მესიმ იგივე უნდა უთხრას საკუთარ თავს. მან საკუთარ თავს უნდა განუმარტოს: "მე გავაკეთე ის, რაც ფეხბურთში უნდა გამეკეთებინა, რაც ძალიან კარგია.

ახლა მინდა ცოტათი უკან დავიხიო და დავეხმარო მბაპეს მწვერვალზე ასვლაში". ჩემი აზრით, არგენტინელი თავდამსხმელი პარი სენ-ჟერმენში ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს", - განაცხადა მაკონდამ.


კომენტარები: