ანჩელოტი: "ვიქნებით თუ არა დაუმარცხებლები მბაპესთან ერთად?"

03 იანვარი 2022, ორშაბათი


ახალი ამბავი არ არის, რომ კილიან მბაპეს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, მისი დამატების მთავარი ფავორიტი კი მადრიდის "რეალია".

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ სამეფო კლუბის წარმომადგენლები ფრანგ სუპერვარსკვლავთან დაკავშირებით ბევრ კითხვას იღებენ.

ამჯერად, სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ.

"ვიქნებით თუ არა დაუმარცხებლები მბაპესთან ერთად? დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, ფრანგთან ერთად კლუბი ძალიან ძლიერი იქნება", -
განაცხადა ანჩელოტიმ.

კომენტარები: