სად ითამაშებს ჰოლანდი შემდეგ სეზონში - ნორვეგიელმა საიდუმლო გაამხილა

03 იანვარი 2022, ორშაბათი


ერლინგ ჰოლანდის მომავლის შესახებ საუბარი არ წყდება. მოსალოდნელია, რომ ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი "დორტმუნდს" ზაფხულში დატოვებს და ახალ გუნდს შეუერთდება.

ლოგიკურია, ჰოლანდის მიმართ უდიდესი ინტერესია და მის დამატებას ისეთი გუნდები ცდილობენ, როგორებიც "ბარსელონა", "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "პარი სენ-ჟერმენი" არიან.

ამ დროისთვის, ერლინგი შვებულებაშია და თავისუფალ დროს ესპანეთში, კერძოდ კი მარბელაში ატარებს, სადაც მომავალი გეგმების შესახებ გააკეთა კომენტარი.

AS-ის ინფორმაციით, ჰოლანდი ქომაგების ჯგუფთან საუბრობდა, რა დროსაც მან სამომავლო გეგმა გაამხილა.

"მომდევნო სეზონიდან მე აქ, ესპანეთში ვითამაშებ", - წყაროს თქმით, სწორედ ეს უთხრა ჰოლანდმა მარბელაში შეხვედრილ ქომაგებს.
როგორც ჩანს, ერლინგი კარიერას "ბარსელონაში" ან "რეალში" გააგრძელებს.

კომენტარები: