ალაბა: "რეალში გადმოსვლით კომფორტის ზონაზე მომიწია უარის თქმა"

03 იანვარი 2022, ორშაბათი


„რეალის“ მცველმა დავიდ ალაბამ, მადრიდულ გუნდში თავის ადაპტაციაზე ისაუბრა.

„ჩვენი გუნდის გასახდელში ბევრი ინგლისურად ვერ საუბრობს, რაც სავალდებულოს ხდის ესპანურის შესწავლას.

ვციოდი, რომ მოლოდინი ძალიან დიდი იქნებოდა, როცა „რეალში“ გადმოვედი. მიუნხენში ბევრი მეგობარი დავტოვე და აქ გადმოსვლით კომფორტის ზონაზე მომიწია უარის თქმა.“ - ციტირებს ალაბას სიტყვებს Marca.

ავსტრიელი მცველი „რეალში“ 2021 წელს „ბაიერნიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

ამ სეზონში ალაბამ 17 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარები: