რა ნომრით სურდა თამაში ალაბას - რამ შეუშალა ხელი ავსტრიელს

02 იანვარი 2022, კვირა


მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, დავიდ ალაბამ მედიასთან ისაუბრა, სადაც არაერთ თემას შეეხო.

ერთ-ერთი განხილვის საგანი იყო მისი სათამაშო ნომერი, როგორც მოგეხსენებათ ავსტრიელი მოთამაშე "სამეფო კლუბში" 4 ნომრით ასპარეზობს.

"თავიდან 27 ნომრიანი მაისური მსურდა, მაგრამ ლალიგის წესების მიხედვით ამ ნომერს ვერ ავიღებდი.
ახლა სამეფო კლუბის ოთხიანი ვარ, ეს ჩემთვის საამაყოა, ვინაიდან ამ ნომრით ლეგენდარული ფერნანდო იერო და სერხიო რამოსი თამაშობდენ." - განაცხადა ალაბამ.

კომენტარები: