რონალდუმ დუმილი დაარღვია - "ამის გამო, იუნაიტედში ბედნიერი არ ვარ"

02 იანვარი 2022, კვირა


კრიშტიანუ რონალდუმ ქომაგებს 2022 წლის დადგომა მიულოცა და სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტიც გამოაქვეყნა.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა 2021 წელი შეაჯამა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდის მიღწევებით ბედნიერი არ არის.

"მე არ ვარ ბედნიერი იმით, რასაც მანჩესტერ იუნაიტედში მივაღწიეთ. არც ერთი ჩვენგანი არ არის ბედნიერი, ამაში დარწმუნებული ვარ. ვიცი, რომ მეტი უნდა ვიშრომოთ, უკეთ ვითამაშოთ და კარგი შედეგები დავაფიქსიროთ.

ახალი წელი იყოს სეზონის გარდამტეხი წერტილი! 2022 წელს სულით გავძლიერდეთ. მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ, მივაღწიოთ ვარსკვლავებს და დავიბრუნოთ კლუბი იქ, სადაც მისი ადგილია!

შემოგვიერთდით, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს! გილოცავთ ახალ წელს, მალე გნახავთ", - წერს კრიშტიანუ.


კომენტარები: