"პსჟს" შტაბის ყოფილი წევრი: "კილიანი ყოველთვის რეალის გულშემატკივარი იყო"

02 იანვარი 2022, კვირა


"პარი სენ-ჟერმენის" სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა, ლუის ფერერმა, კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" გადაბარგების შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ მბაპეს მადრიდში გადაბარგება უკვე გადაწყვეტილია, კილიანი ყოველთვის რეალის გულშემატკივარი იყო და ლა ლიგაში სურდა თამაში.

მახსოვს ერთხელ, როდესაც იგი მონაკოში ასპარეზობდა და ჩვენ მას სახლში ვესტუმრეთ მოსალაპარაკებლად, აბაზანაშიც კი სამეფო კლუბის ფოტოები იყო გაკრული.

შემდეგ ჩვენ დავარწმუნეთ, რომ პარიზში გადაბარგება მისთვის უფრო პერსპექტიული და მომგებიანი იქნებოდა და დიდი ძალისხმევის შედეგად გავიფორმეთ" - განაცხადა ლუის ფერერმა.

კომენტარები: