ბუფონი: "კრიშტიანუს ბრალი არაფერი იყო, ჩვენ მისთვის მზად არ ვიყავით"

01 იანვარი 2022, შაბათი


რამდენიმე დღის წინ, ჯანლუიჯი ბუფონმა მედიასთან ისაუბრა და კრიშტიანუ რონალდუს ტურინულ კარიერაზე გააკეთა კომენტარი.

ლეგენდარული იტალიელი მეკარის თქმით, რონალდუმ "იუვენტუსს" დე-ენ-ემი დააკარგვინა, ეს ფრაზა კი სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში აიტაცეს.

"ეს კრიშტიანუს ბრალი არ ყოფილა. ის დიდი მოთამაშეა და როცა ასეთი კალიბრის ფეხბურთელს ყიდულობ, წინასწარ უნდა იცოდე, რა უნდა გააკეთო მასთან ერთად.

სხვა ფეხბურთელებიც მზად უნდა ყოფილიყვნენ მასთან ერთად სათამაშოდ, მე კი ვთვლი, რომ ასეთი გამოცდილებისთვის მზადყოფნაში არ ვიყავით", - განაცხადა ჯიჯიმ Corriere della Sera-თან.

ბუფონმა თავისი სიტყვები ნაწილობრივ გამოისყიდა.

კომენტარები: