რამდენად ბედნიერია რონალდუ "იუნაიტედში" - კითხვას აგენტმა უპასუხა

01 იანვარი 2022, შაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო დროინდელ ფორმას თუ დავაკვირდებით, მედიაში გაჩნდა ლოგიკური ვარაუდი, რომ კრიშტიანუ რონალდუ კმაყოფილი არ უნდა იყოს.

ამის შესახებ ჰკითხეს პორტუგალიელი ვარსკვლავის აგენტს ჟორჟე მენდეშსაც, რომლის თქმითაც, ეს ინფორმაცია რეალობას არ ასახავს.

"კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში ძალიან ბედნიერია. ის გააგრძელებს ისევ სოლიდური, შესანიშნავი პერფორმანსების ჩატარებას, რასაც მთელი კარიერაა აკეთებს.

მას წინ კარგი სეზონი ელის, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა Sky Sport-თან საუბრისას მენდეშმა.

"იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში საქმეები არც თუ ისე კარგად მისდის და საჩემპიონო რბოლა ჩამოშორდა, მთავარი იმედი კი ჩემპიონთა ლიგაა, სადაც კრიშტიანუ დაფრინავს.

კომენტარები: