მაქსიმალურად ადვილად უნდა გადავიტანოთ", - ბარსელონას პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი, მესის შესაძლო წასვლაზე

02 სექტემბერი 2020, ოთხშაბათი'


ბარსელონას“ პრეზიდენტობის მთავარმა კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა, ლეო მესის სიტუაციაზე ისაუბრა.

„მესის მოგება, კონკურენცია და ბრძოლა უნდა, რასაც არა ერთი კვირა ან ერთი თვე, არამედ მრავალი წელია იმეორებს. სამწუხაროდ, კლუბმა დანაპირები ვერ შეასრულა და კონკურენტუნარიანი გუნდის აშენება ვერ შეძლო.

ვიცი, კლუბის სათავეში თქვენ რომ ყოფილიყავით, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ თქვენ არ ხართ და ამიტომ, უნდა გკითხოთ. არის თუ არა რაიმე შესაძლებლობა, რომ მესის გუნდში დატოვება მოხერხდეს?

იმედი არსებობს. სანამ ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება, იმედი ყოველთვის არის და შესაბამისად, მეც დიდად ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება. ახლა ეს არც ისე რეალურად გამოიყურება და იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია ვეღარ გამოსწორდება, კლუბმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მესის წასვლა იმდენად მარტივად გადაიტანოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

თუმცა, მესისა და კლუბს შორის არსებული უთანხმოება საკმაოდ ღრმაა და შესაბამისად, ისიც საზრუნავია, რომ წასვლის მიუხედავად, ურთიერთობა მომავალში მაინც შენარჩუნდეს.“ - ციტირებს ფონტის სიტყვებს Sky Sports

კომენტარები: