"დორტმუნდის" აღმასრულებელი დირქტორის კომენტარი ჰოლანდის მომავალზე

20 დეკემბერი 2021, ორშაბათი
34

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ბორუსიას "დორტმუნდის" ცენტრ-ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი წარმოადგენს.

მის მომავალთან დაკავშირებით, ბორუსიას აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ გამოცემა "Sport1"-თან ისაუბრა.

"სადაც არ უნდა წავიდე ყველა ერლინგის შესახებ მელაპარაკება. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ მის მიმართ ძლიერ ინტერესს "ბლანკოსი" გამოხატავს.

"ის შეიძლება წავიდეს ან ჩვენთან დარჩეს, რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგი საუბარი მქონდა მის აგენტთან მინო რაიოლასთნ.

"როგორც ლევანდოვსკის შემთხვევაში იყო, მსურს ჰოლანდითაც ვიამაყო. პირადად ჩემთვის კარგი იქნება, რომ იგი ბუნდესლიგაში ცოტახნით კიდევ დარჩეს.

"თუ ნორვეგიელი კლუბიდან წავა ვფიქრობ მას ლალიგა უფრო მოერგება, ვიდრე ინგლისის ჩემპიონატი", - განაცხადა დორტმუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა.


კომენტარები: