"ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები" - პარიზულ გრანდში პოზიცია შეიცვალეს

18 დეკემბერი 2021, შაბათი
175

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მთავარ სამიზნეს, "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი, კილიან მბაპე წარმოადგენს.

ფრანგი მოთამაშის მხრიდან გუნდის დატოვების სურვილის მიუხედავად, პარიზული გრანდის წარმომადგენლები ბოლომდე იტოვებდნენ იმედს, რომ კილიანი "პსჟში" დარჩებოდა და მის წასვლას გამორიცხავდნენ.

თუმცა კლუბის სპორტული დირექტორის პოზიცია ახლა განსხვავებულია, ლეონარდომ მედიასთან საუბრისას მბაპეზე გაამახვილა ყურადღება.

"რა უნდა ითქვას კილიანზე, შესანიშნავი, განსხვავებული და უნიკალური ფეხბურთელია. ყველამ იცის ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“ - განაცხადა ლეონარდომ.

კომენტარები: