Onda Cero: მესის სანაცვლოდ 700 მლნ ევროს არ გადაიხდიან, ლეო უფასოდ წავა

31 აგვისტო 2020, ორშაბათი
62

ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიურ კლუბს უფასოდ დატოვებს.

როგორც Onda Cero იტყობინება, მხარეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტის პუნქტი ამოქმედდება, რაც აქამდე ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას მოსთხოვა.

აქამდე, "ბარსა" მესის გაშვებას არ აპირებდა, რადგან ლეოს ხელშეკრულების გაწყვეტის მოთხოვნის უფლება ივნისამდე ჰქონდა და მის სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას ითხოვდა - 700 მილიონი ევრო. თავად მესი კი აცხადებდა, რომ სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა და ამ ვითარების გათვალისწინება იყო საჭირო.

მესის ხელში ჩაგდების მთავარი პრეტენდენტი "მანჩესტერ სიტია". აგრეთვე, მისი შეძენა "პსჟ"-ს, "ინტერსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურთ.




კომენტარები: