მანჩესტერ იუნაიტედმა ვან დე ბეკის ტრანსფერი შეათანხმა

31 აგვისტო 2020, ორშაბათი


მანჩესტერ იუნაიტედი" და "აიაქსი" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ინგლისური კლუბი 23 წლის ჰავბეკში 40 მილიონ ევროს გადაიხდის.

ფეხბურთელი "ეშმაკუნებთან" 2025 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს და ძალიან მალე ინგლისში ჩავა სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

2019/20 წლების სეზონში, რომელიც ჰოლანდიაში პანდემიის გამო დროზე ადრე შეწყდა, ვან დე ბეკმა ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.





კომენტარები: