კრიშტიანუ რონალდუს წინასასეზონო მესიჯი “იუვენტუსს”

30 აგვისტო 2020, კვირა


ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში წინასასეზონო მესიჯი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ კლუბში რჩება. პორტუგალიელი დამდეგ სეზონს დიდი ოპტიმიზმით უყურებს და მოტივაციით ხვდება.

„იუვენტუსში“ მესამე სეზონისთვის ვემზადები და ჩემი სულისკვეთება და ამბიცია უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე. მიზნები, გამარჯვებები, ვალდებულება, ერთგულება, პროფესიონალიზმი. მთელი ჩემი ძალით, თანაგუნდელების და „იუვენტუსის“ მთლიანი სტაფის დახმარებით კიდევ ერთხელ ვიმუშავებთ იტალიის, ევროპისა და მსოფლიოს დასაპყრობად.


რეკორდების დამხობა, დაბრკოლებების გადალახვა. გვინდა ტიტულების მოგება და პირადი მიზნების მიღწევა. უფრო და უფრო მეტის გაკეთება ისევ და ისევ. ყოველი წელი უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე წინა და მოვიგოთ ყველაფერი ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ვიყოთ „იუვენტუსის“ ამ არაჩვეულებრივი და უნიკალური ვნების მატარებლები და შევინარჩუნოთ მისი ისტორიის რწმენა. მაქსიმალურად ავამაღლოთ ჩვენი სახელი, ფასეულობები და სტანდარტები.


ჩვენ ვართ „იუვენტუსი“! ჩვენ ვართ ჩემპიონები! ჩვენ დავბრუნდით უფრო ძლიერები, ვიდრე ოდესმე! თქვენი იმედი გვაქვს! ყველა ერთად! Fino Alla Fine!”, – წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.


კომენტარები: