ბაიერნი ჰოლანდისთვის ბრძოლას ეთიშება, მიზეზი - ლევანდოვსკი

11 დეკემბერი 2021, შაბათი


მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. Bild-ის ცნობით, მიუნხენური კლუბის პრიორიტეტი ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაა.

მის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2023 წელს ეწურება. აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" გენერალური დირექტორი ოლივერ კანი ჰოლანდს სწორედ ლევანდოვსკის ამჯობინებს.

ნორვეგიელის აგენტმა, მინო რაიოლამ "ბაიერნი" მოიხსენია, როგორც ერთ-ერთი კლუბი, სადაც მის კლიენტს შეუძლია კარიერის გაგრძელება. მან ასევე დაასახელა "მანჩესტერ სიტი", მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა".

ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" შემადგენლობაში 22 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჰოლანდმა "ბორუსიაში" 13 მატჩში 17 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.


კომენტარები: