მესი ბარსელონას პირველ წინასასეზონო შეკრებაზე არ გამოცხადდება - RAC1

30 აგვისტო 2020, კვირა


RAC1-ს თუ დავუჯერებთ, "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი კლუბის პირველ წინასასეზონო შეკრებაზე არ გამოცხადდება.

არგენტინელმა შემტევმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას უკვე განუცხადა.

კატალონიური კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება უკვე ხვალ, 30 აგვისტოს, როგორც ირკვევა ლეოს გარეშე.

საქმე ისაა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრების" ლიდერმა ამ ფაქტით კიდევ ერთხელ აღნიშნა - წასვლა გარდაუვალია.

კომენტარები: